გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ამაღლების სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია განადგურდა.
ეკლესია მე-7 მე-8 საუკუნეებით თარიღდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, ეკლესიის სავალალო მდგომარეობის შესახებ კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა, მაგრამ ეკლესიას ყურადღება არავინ მიაქცია.