ამერიკის შეერთებული შტატებში ყველაზე მეტი დანაშაული ქალაქ სენტ-ლუისში (მისურის შტატი) ხდება. ამის შესახებ ჯგუფ "ჩQ Pრესს" მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, 2009 წლის მონაცემებით, ქალაქში 357 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ყოველ 100 ათასზე კი 2 070-ზე დანაშაულის ფაქტი მოდის.
აღსანიშნავია, რომ სენტ-ლუისი 2006 წელს აშშ-ში ყველაზე საშიშ ადგილადაც აღიარეს, რომელსაც მოსდევენ დეტროიტი, ფლინტი და ოკლენდი.
დანაშაულები, რომელიც ამ ქალაქებში ხშირად ხდება არის - მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა, ადამიანის ცემის და გაქურდვის, ყაჩაღობისა და ავტომანქანების ქურდობის ფაქტები.
ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აშშ-ში ნიუ-იორკის შტატის ქალაქი კოლონი გამოცხადდა.