კუნძულ ჰაიტიზე გავრცელებულმა ქოლერის ეპიდემიამ 1250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული სენის გამო ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 20 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ჰაიტის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მიუხედავად ხელისუფლებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისა ეპიდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება ქვეყნის დედაქალაქში პორტ-ო-რენსში სადაც კარვებსა და ანტისანიტარიულ პირობებში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ", _ იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
გასული კვირიდან კი ჰაიტიში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებმა. ასობით ადამიანი ქუჩებშია გამოსული და გაეროს მისიისა და მასში შემავალი ნეპალის ბატალიონის გაწვევას მოითხოვს. სწორედ მათ ადანაშაულებენ ჰაიტელები ქვეყანაში ქოლერის ეპიდემიის შემოტანაში.
შეტაკებებში უკვე დაღუპულია ორი და დაჭრილია ათობით ადამიანი. აღნიშნული მდგომარეობის გამო ჰაიტის ხელისუფლებამ ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღი 28 ნოემბრამდე გადასწია.
მასალის გამოყენების პირობები