გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, წმინდა გიორგის სახელობის XI-XII საუკუნეების ეკლესია ინგრევა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ეკლესიის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
ძეგლთა დაცვის სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდა, ტაძარი მთლიანად დაინგრევა.
ეკლესიის კედლები შუაზეა გახსნილი, ხვრელის სიგანე 15 სანტიმეტრს აღწევს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ფონდი ეკლესიების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებს, ჭანდრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მოხდება.