გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
სოფელ უდაბნოში მოქალაქეები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ( მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გარეშე ნადირობდნენ. დავით გარეჯას მიმდებარედ კი, სამართალდამრღვევს, უკანონოდ ჰქონდა მონადირებული 2 ერთეული კაკაბი.
სამართლამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.