კოლუმბიელ მეამბოხეთა ლიდერი სავარაუდოდ, მოკლეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტომ მეამბოხეთა ბანაკის დაბომბვის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ მეამბოხეთა ლიდერი ფაბიან რამირესი საჰაეროს იერიშის დროს დაიღუპა.
"ამაზე მეტყველებს მისი ნივთები, რომლებიც ჩვენ ბანაკში აღმოვაჩინეთ. მემბოხეთა ლიდერი სავარაუდოდ, მოკლულია", - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის: რამირესი "კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების" (FARC) ლიდერია. მისი ნამდვიილი სახელია ჟოზე ბენიტო კაბრერა კუევასი. იგი აშშ-ს მიერაც იძებნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებებისათვის. 2002 წელს, რამირესმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, ინგრიდ ბეტანკურის გატაცებასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით გაათავსიუფლეს.