მოწოდებით, "დუმილი დანაშაულია!" - ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერი უფრო მკაფიო განცხადებები.
"მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთოს განცხადება [უკრაინის მხარდასაჭერად]. თუ ჩვენი ხელისუფლება განცხადებას არ გააკეთებს, მათ დუმილი იქნება დანაშაული", - ამბობს აქციის ორგანიზატორი ნიკოლოზ დეისაძე.
ქუთაისში გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია იწყება თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობასთან.