ინდონეზიაში ვულკან "მერაპის" ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292 - მდე გაიზარდა. CNN - ს ინფორმაციი მერაპის მთაზე ამოფრქვეული ვულკანის შედეგად 567 ადამიანია დაშავებული, ხოლო 230 326 ადამიანი ევაკუირებულია გააქტიურებული ვულკანის ახლო მდებარე ტერიტორიიდან.
მთა მერაპი ინდონეზიის ჩრდილოეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ იოგიაკარტასთან მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია მსოფლიოში.
ყველაზე ბევრი ადამიანი ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1930 წელს დაიღუპა. მაშინ გააქტიურებულ ვულკანს 1300 ადამიანი შეეწირა.