პირველი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტარიფები
საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონერები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა
სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა შესვლა უფასო იყო.
აუდიტის თანახმად, მოლარეთა ხელფასებზე 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.