მახაჩკალაში ბანკის ფილიალის შენობაში მომხდარ ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას გარდა, აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბანკის ფილიალის დირექტორის მიერ კლიენტების მიღების დროს ბანკის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომლის შედეგად ბოლოდ ცეცხლიც გაიხსნა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, კონფლიქტში ბანკის მხრიდან მონაწილეობდა ოთხ ადამიანი, მათ შორის ფილიალის დირექტორი. კლიენტი კი მხოლოდ ორი იყო. აღნიშნული ინციდენტის ყველა მონაწილე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.