ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეცოლას კანდიდატურამ 458 ხმა მოიპოვა.
რობერტა მეცოლასთან ერთად, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ - ესპანელი სირა რეგო (მემარცხენე), პოლონელი კოსმა ზლოტოვსკი (კონსერვატორები), შვედი ალისა ბახ კუჰნკე (მწვანეები).
რობერტა მეცოლა 2013 წლიდან არის ევროპარლამენტარი და 2020 წლიდან პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.
ევროკავშირის საკანონმდებლო ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დევიდ სასოლი გარდაიცვალა.