გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია შუახევის, ქედის, ხულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 12 ერთეული ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.