გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის 16 ფაქტი გამოავლინეს.
ამართალდარღვევები გამოვლენილია ზესტაფონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
9 მოქალაქე არარეგისტრირებული სანადირო იარაღით ნადირობდა, ხუთმა მოქალაქემ ვერ წარმოადგინა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), 3 მოქალაქე კი ნადირობისას გასანათებელ მოწყობილობას, ე.წ. ფარსაც იყენებდა. ორ მოქალაქეს მონადირებული ჰყავდა 2 ერთეული ტყის ქათამი.
სამართალდამრღვევებს სანადირო იარაღები ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.