ტეხასის ქალაქ კოლივილის სინაგოგიდან ყველა მძევალი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გუბერნატორი გრეგ ებოტი Twitter-ით ავრცელებს.
როგორც სააგენტო Associated Press-ი აღნიშნავს, გვიან საღამოს სინაგოგიდან აფეთქებისა და სროლის ხმა გაისმა. ათსაათიანი ოპერაციის შემდეგ, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სინაგოგიდან მძევლები შტურმის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.
სამართლადამცველების ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ტელეარხ ABC-ის ცნობით, თავდამსხმელს მძევლად ოთხი ადამიან ჰყავდა აყვანილი, მათ შორის რაბინი.
როგორც ტელეარხს ხელისუფლების წარმომადგენელმა განუცხადა, შეიარაღებული მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ტერორიზმისთვის დაკავებული ააფი სიდიკის ძმა იყო და მის გათავისუფლებას მოითხოვდა.
სიდიკი სასჯელს ტეხასში, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე იხდის. მას 86-წლიანი პატიმრობა 2010 წელს ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობისთვის მიესაჯა, ამასთან ის ბრალდებულია ტერორისტულ დაჯგუფება "ალ-ყაიდასთან" კავშირში.