ძლიერი შტორმის შედეგად წარმოშობილმა ტალღებმა ბათუმში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
"ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა "აკვა-პარკის" მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.
ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება", - ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.