კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც მათი თქმით, "დელტას" და "ომიკრონის" ჰიბრიდს წარმოადგენს.
უნივერსიტეტის პროფესორის ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, ახალ ვარიანტს აქვს 10 ტიპის მუტაცია, რომლებიც ამ დრომდე, მხოლოდ ომიკრონში იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი "გენეტიკური საფუძველი" აქვს დელტა ვარიანტსაც.
კვიპროსელმა სწავლულებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს "დელტაკრონი" დაარქვეს. როგორც იუწყებიან, "დელტაკრონი" 25 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 ჰოსპიტალიზებულია.
პროფესორ კოსტრიკისის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გადამდებია ახალი ვარიანტი. მისივე თქმით, "დელტაკრონი" შესაძლოა "ომიკრონმა" ჩაანაცვლოს.