გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ინფორმაციას დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქში მძაფრი სუნის შესახებ იუწყებოდნენ.