საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ცხოვრებას სერიოზულად გაურთულებს იმ პირებს, რომლებსაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ამის შესახებ მან გამოცემა Le Parisien-ს განუცხადა.
მაკრონმა ინტერვიუში თქვა, რომ ძალით არავის ვაქცინაციას აპირებს, თუმცა მინიმუმამდე შეუმცირებს მათ თავშეყრის ადგილებისადმი წვდომას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.
"მე მათ ციხეში არ გავგზავნი. თუმცა 15 იანვრიდან ისინი ვერ შეძლებენ რესტორანში შესვლას, ყავის დალევას, თეატრსა და კინოთეატრში წასვლას", - აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონის პოლოტიკური ოპონენტები უკვე გამოეხმაურნენ მის ამ გამოსვლას და აღნიშნეს, რომ მსგავსი მუქარები, ქვეყნის პრეზიდენტს არ შეეფერება.
"პრეზიდენტმა ასე არ უნდა ილაპარაკოს.. ემანუელ მაკრონი არ იმსახურებს ამ თანამდებობას", - განაცხადა ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა მარინ ლე პენმა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები გაერთიანდნენ მთავრობის წინააღმდეგ და მას 4 იანვარს კოვიდსაშვების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების მიღების შესაძლებლობა არ მისცეს.
მოსალოდნელი იყო, რომ კანონს პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებდა, თუმცა პროცესმა ანტივაქსერების მწვავე რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთმა დეპუტატმა კი ანგარიშსწორების მუქარის შეტყობინებები მიიღო.
საფრანგეთში ევროპის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დონეა, აქ ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი უკვე ორი დოზით არის აცრილი.