ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" ინფორმაციით, ოთხ ფეხბურთელს, რომელთა შორის კლუბის ფორვარდი, ლიონელ მესიც აღმოჩნდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულთა შორის არიან ხუან ბერნატი, სერხიო რიკო და ნათან ბიტუმაზალა.
კლუბის ინფორმაციით, ინფიცირებულები თვითიზოლაცაში იმყოფებიან და ზედმიწევნით იცავენ სანიტარულ წესებს.