ინდოეთის საჰაერო შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 12 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "NDTV" ავრცელებს.
მათოვე ინფორმაციით, კატასტროფა თვითმფრინავის აფრენის შემდეგ მალევე მოხდა. ტრაგედიის მიზეზად, წინასწარ ინფორმაციით, ძლიერი ნისლი სახელდება. ინდოეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენა დაიწყო.