ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ჯონი ჯალაღონიამ პარტია "საქართველოსთვის" დატოვა. ამის შესახებ ჯალაღონიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
პარტია "საქართველოსთვის" ყოფილი წევრის განცხადებით, ეს პრინციპული გადაწყვეტილება მას "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" კოალიციურმა გაერთიანებამ მიმაღებინა.
"ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისათვის, რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო, ვტოვებ პარტიას. ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ, რომ დავრწმუნდი, ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება "ნაციონალური მოძრაობა", რაც აშკარად ჩანს, ეს კი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია "საქართველოსთვის" პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
მეორე მიზეზი, ბევრ სხვა მიზეზებს შორის ის იყო, რაც პირად შეურაცხყოფად აღვიქვი, რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვნით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანას, შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე, თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები", - წერს სოციალურ ქსელში.