ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გაბრიელი გარდაიცვალა. ინფორმაციას მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მამა გაბრიელ, გული ძალიან მატკინე!.. მართალთა თანა დააწესოს შენი სული იესომ!.. გულდასაწყვეტია, დასანანია…" - წერს პეტრე კოლხი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამა გაბრიელი კორონავირუსით გარდაიცვალა, მათივე თქმით, სასულიერო პირი ვაქცინირებული არ იყო.
სასულიერო პირი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.