გორში ამორტიზებული ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან განუცხადეს,
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 7859 მეტრის სიგრძეზე ბეტონის ახალი ბორდიურების, ხოლო 818 მეტრზე დაწვენილი დეკორატიული ბორდიურების მოწყობა. გარდა ამისა დაგეგმილია 3041 კვადრატული მეტრი ფეხით სავალი ნაწილის ბეტონის დეკორატიული ფილით გადაფარვა.
ტროტუარების კეთილმოწყობისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 305 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი", რომელიც პროექტის დასრულებას 1 თვეში გეგმავს.
აღნიშნული ქუჩების ფეხით სავალი ნაწილი წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას ხშირად უხდებოდა ტრანსპორტის სავალი ზოლით სარგებლობა.