მაღალმთიან აჭარაში გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეორე დღეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.
ხულოს მუნიცპალიტეტში გზის გაწმენდის პროცესში-14 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევის მუნიციპალიტეტში -13, ქედის მუნიციპალიტეტში-13, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში-9, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში-7 ერთეული ტექნიკა.