გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ქ. ხაშურის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 800 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ქ. ხაშურის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების გომის, ოსიაურისა და აგარების სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.
საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.