საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა ფქვილის და შეშის დახმარებასთან ერთად ჯანდაცვის უფასო აქციითაც ისარგებლებს.
გორის რაიონის სოფელ დიცში აქციის მიმდინარეობას ხვალ საქართველოს შრომი , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დაესწრებიან.
აქციის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლოების მრავალპროფილიან გადასინჯვებს ჩაატარებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები შესაბამისი აპარატურით.
გასინჯვებთან ერთად მოსახლეობა მედიკამენტებსაც მიიღებს უფასოდ. ადგილობრივ მოსახლეობის უფასო გადასინჯვის აქცია ოკუპირებული ტერიტრიის მოსაზღვრე სოფლებში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.