ხვალ, 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სამოქალაქო საქმეთა სასამართლო მთავარ სხდომაზე განიხილავს მოქალაქე გიული ჩხაიძის სარჩელს თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ოჯთ"-ის წინააღმდეგ. დაზარალებული ჩხაიძე კომპანიისაგან მოითხოვს შესაბამის კომპენსაციას მის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სიგარეტის კოლოფზე კონკრეტული დაავადებების ჩამონათავსლ პიქტოგრამების ჩათვლით, რომელმაც უნდა დაიკავოს კოლოფის ორივე გვერდის მინიმუმ 50%.
ესაა პირველი უპრეცედენტო სასამართლო პროცესი საქართველოში.