ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის ტყში გაჩენილი ხანძარი რუსულ სამხედრო ბაზას უახლოვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან აცნობეს, ხანძრის კერები სწორედ იმ ადგილზეა გაჩენილი, სადაც რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალებს ინახავენ, ამასთან იმავე ტერიტორიაზეა განთავსებული სამხედროს ტექნიკაც.
"რუსი ოკუპანტების ტექნიკისა და საბრძლო მასალების ძირითადი ნაწილი ყანჩავეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში აქვთ შენახული. ხანძარიც სწორედ ამ ადგილშია გაჩენილი და არსებობს საშიშროება, რომ საბრძოლო მასალებს გადედოს", - აღნიშნავს ახალგორის რაიონის მოსახლება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში ხანძარი ხუთი დღის წინ გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერეჯებით უცნობია.