საქართველოს რაიონებში 50 საწოლზე ნაკლები სავადმყოფოების მშენებლობა 2011 წელს დასრულდება.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა.
მისი განმარტებით, 2011 წელს ე.წ. რკინიგზისა და ჟვანიას სახელობის სავადმყოფოების ტერიტორიაზე სამედიცინო ცენტრები ამოქმედდება, ხოლო სრულად აღნიშნული პროექტი 2012 წელს დასრულდება.
რაც შეეხება 50 საწოლზე მეტ სავადმყოფოების მშენებლობას მიხეილ დოლიძის თქმით, პროექტი 2012 წლის ბოლოსთვის უნდა ჩაბარდეს.