ფოტო: AP
ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ "ვაგრძელებთ ცვლილებებს", მიაღწია შეთანხმებას ოთხპარტიული სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების თაობაზე.
პარტიის თანათავმჯდომარემ და ბულგარეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, კირილ პეტკოვმა პრეზიდენტ რუმენ რადევს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა.
მანამდე პრეზიდენტმა რადევმა სწორედ პეტკოვს დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება.
საპარლამენტო კენჭისყრა, სადაც მთავრობის დამტკიცება უნდა მოხდეს, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს გაიმართება.
მომავალი პრემიერ-მინისტრის თქმით, კოალიციური მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობა ექნება კორუფციის მიმართა. პეტკოვის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტები იქნება სასამართლო სისტემის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ელექტროენერგიის გაძვირების პრობლემის მოგვარება და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლა.
სამთავრობო კოალიციაში პარტია "ვაგრძელებთ ცვლილებების" გარდა, შევიდნენ ბულგარეთის სოციალისტური პარტია, პოპულისტური პარტია "არსებობს ასეთი ხალხი", რომელსაც მუსიკოსი და ტელეწამყვანი სლავი ტრიფონოვი ხელმძღვანელობს და ლიბერალური ალიანსი "დემოკრატიული ბულგარეთი".
სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაში უთანხმოების გამო, ბულგარეთში წელს საპარლამენტო არჩევნები სამჯერ ჩატარდა.