საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 841 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 939, „პისიარ“ ტესტით – 15 902.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8.15%, ბოლო 14 დღის – 7.88%, ბოლო შვიდი დღის – 7.42%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 889 286 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 832 675 გამოჯანმრთელდა, 12 731 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 308 497 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 142 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 193 პირი.