გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) კონკურსში სამეგრელოს შესახებ გადაღებული პრომო ვიდეო საუკეთესოთა შორის დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
"საქართველომ და განსაკუთრებით – სამეგრელომ გაიმარჯვა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს საპრომოციო ვიდეო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა!
ვიდეო შექმნილია ჩვენი მეგობრებისა და მჭიდრო პარტნიორის USAID/Georgia The USAID Economic Security Program დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ!" – წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.