სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ ბელორუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი რთულად გადასაწყვეტი საკითხია.
"უკვე ის,რომ ბელორუს პარლამენტართა დელეგაცია აქ იმყოფება იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი მიდის. ბელორუსი ახლოა ამასთან, ვინაიდან ამ საკითის განხილვა გადაწყვიტა", _ განაცხადა შამბამ ბელორუს პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ.
სეპარატისტთა ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთიობების დამყარებაში ისეთ სახელმწიფოებთან როგორებიცაა ბელორუსი.
შამბა ასევე გამოთქვამს იმედს, რომ "ადრე თუ გვიან ბელორუსის მიერ აფხაზეთისა დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი გადაწყდება. ხოლო ის თუ როდის მოხდება ეს ამას დრო გვიჩვენებს", _ აცხადებს შამბა.