საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მ 2022 წლის მთავარ ფერად ლურჯის ჩრდილოვანი ტონი (PANTONE 17-3938 Very Peri) დაასახელა.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფერი სიმბოლო იმ დროისა და გარდამავალი პერიოდისა, რომელშიც კაცობრიობა ამჟამად გადის.
"მომავალი წლის ფერი ასახავს იმას, რაც ხდება გლობალურ კულტურაში და გამოხატავს იმას, რაზეც ადამიანები ცდილობენ მიიღონ პასუხი", - განმარტა ვიცე-პრეზიდენტმა ლორი პრესმანმა.
მისივე თქმით, PANTONE 17-3938 Very Peri, რომელიც აერთიანებს ლურჯისა და იისფერ-წითლის კომბინაციას, ავლენს მხიარულებას და დინამიკურობას, რაც ხელს უწყობს შემოქმედებით გამოხატვას.
2021 წლის მთავარ ფერებად ორგანიზაციამ ყვითელი და ნაცრისფერი დაასახელა.