უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო.
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა.