საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდა" არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ინდოეთის ტერიტორიიდან ევროპაში ტერორისტთა ჯგუფის გადასროლას აპირებს. ბოევიკების ეს ჯგუფი ტერაქტების მომზადებით იქნება დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "IANS"-ი დასავლურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურებმა თავიანთ გერმანელ კოლეგებს აცნობეს, რომ ორი ან ოთხი ტერორისტისაგან შემდგარი ჯგუფი გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ინდოეთის ტერიტორიიდან აპირებს გადასვლას "ალ-ქაიდას" მეთაურთა ბრძანებით. სავარაუდოდ ამ ჯგუფის მიზანი საშობაო არდადეგების დროს ტერაქტების ორგანიზებაა. ხოლო ვინ არიან ეს ადამიანები ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.
ამავე დროს ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული პოლიცია ვიზის მოთხოვნის ყველა განაცხადა საგულდაგულოდ ამოწმებს, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ინდოეთის ტერიტორიიდან, ასევე პაკისტანიდან შედის.