"მიმდინარე კვირაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო პოლიტიკას და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს"-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები განსახილველად დაჩქარებული წესით წარმოადგინა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტს მიმდინარე კვირაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს:
„ოთხშაბათს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ველოდებით, განვიხილავთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მასათან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მოსახლეობას აინტერესებს. ხოლო პარასკევს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ, იცით, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წინა ვერსიებისგან განსხვავებით 332 მილიონი ლარით იზრდება"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტის დღის წესრიგში შეიტანს.