საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის განცხადებით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა გვექნება, რამაც მთავრობას მისცა საშუალება, ბიუჯეტი მილიარდ 310 მილიონი ლარით გაეზარდა.
პრემიერ-მინისტრმა დაასახელა სამინისტროები, რომელთა დაფინანსებაც 2022 წელს გაიზრდება:
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 404 800 ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 000 000 ლარით;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 932 000 000 ლარს, გაზრდილია 290 000 000 ლარით. აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება პროგრამა "აწარმოე საქართველოში" პროექტებისთვის;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს. ბიუჯეტი გაზრდილია 430 000 000 მილიონზე მეტი ლარით;
იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 568 400 ლარს , გაზრდილია 14 000 000 ლარით;
საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 176 000 000 ლარს, გაზრდილია თითქმის 6 000 000 ლარით;
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს და გაზრდილია 72 000 000 ლარით;
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 865 000 000 ლარს, გაიზარდა 85 000 000 ლარით;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000, გაიზარდა ნახევარი მილიონი ლარით;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 593 000 000 ლარს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 684 000 000 ლარს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 000 000 ლარს.