დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, შეხვედრას ნონა გაფრინდაშვილი, გოგი ქავთარაძე, მინდია უგრეხელიძე და სხვა ლიდერები დაესწრებიან.
წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფს შეხვედრის გამართვა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის შენობაში სურდა, თუმცა თეატრის ადმინისტრაციამ, იმ მიზეზით, რომ დარბაზი დაკავებულია, საინიციატივო ჯგუფს იქ შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრა.
შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე, თელავის კულტურის სახლში გაიმართება.