ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს, აჭარაში, მტირალას ტერიტორიაზე, Park Resort Mtirala -ს საოჯახო რესტორანი გაიხსნა. განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სრულად დაფინანსდა ვითიბი ბანკის მიერ.
"სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას