ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ა
დგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება.
მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.