ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განმარტებით, ქართული ოცნების ლიდერის ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას სტრასბურგში ვიზიტის დროს ევროპელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად იქნება მიღებული.
„საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და შიდა ოპოზიციური კონსულტაციები გრძელდება, რომ უზრუნველვყოთ ცვლილებების ისე მიღება, როგორც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა სამადაშვილმა.