საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.
აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მის მიერ მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.