თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
დღეს სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება.
საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში.
სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
სასამართლოდამ პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახდენს.