დღეს, 18 ნოემბერს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, ცენტრის წარმომადგენლებთან და გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონსულტანტ სტივენ ბაკერთან ერთად თელაველ მოსწავლეებს შეხვდება.
მაია მიმინოშვილი მე-12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
2011 წლის მაისში გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებში საატესტატო გამოცდას ჩAთ-ის სისტემით ჩაატარებს. პროგრამის შესახებ ისაუბრებენ ასევე სტივენ ბეკერი და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენელები საქართველოს ყველა რეგიონისა და ქალაქის მოსწავლეებთან გამართავენ შეხვედრებს.