თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ბესიკ თამლიანი პოლიციამ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე დააკავა.
დაცვის მხარე თამლიანისთვის გირაო-ს შეფარდებას ითხოვდა.
თამლიანი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას - დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.