ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდისა და ახალ შტამ ომიკრონის გამოჩენის ფონზე, ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს.
"ვფიქრობ, გასაგები და მიზანშეწონილია ამ დისკუსიის წარმართვა ახლა - თუ როგორ ძალგვიძს, წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე", - თქვა მან პრესკონფერენციაზე. "ამას დისკუსია სჭირდება. ამას საერთო მიდგომა სჭირდება. მაგრამ ეს არის დისკუსია, რომელიც, ვფიქრობ, უნდა წარიმართოს".
ფონ დერ ლეიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში ზრდასრულთა 77% აცრილია და რომ სრული ვაქცინაცია და გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება რჩება პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივის ფონია გერმანიის მომავალი კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადება, რომლითაც მან მხარი დაუჭირა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს და ამის თაობაზე საპარლამენტო განხილვის მოწოდებით გამოვიდა. ამავრდოულად, საბერძნეთი აწესებს ჯარიმას 100 ევროს ($114) ოდენობით 60 წელზე უფროსი ასაკის პირებზე, რომლებიც არ არიან აცრილები.
ევროკავშირს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ დაწესება მოითხოვოს, თუმცა შეუძლია, სცადოს წევრი ქვეყნების გაერთიანება ამ საკითხის ირგვლივ.