ყავის მსოფლიო ფასებმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყავის ფასი მაღალი 2023 წლამდე დარჩება.
ყავის ფიუჩერსების ფასმა დეკემბრის მიწოდებისთვის ფუნტზე 2,34 დოლარს მიაღწია. გასულ ხუთშაბათს კი ICE ბირჟაზე ფიუჩერსის ფასი 2,46 დოლარამდე ავიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ, როდესაც კოტირებმა ფასმა ფუნტზე 3 დოლარს გადააჭარბა.
ამავდროულად, ყავის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოთვლილმა ღირებულებამ პარასკევს ფუნტზე 2,07 დოლარი შეადგინა, რაც 85%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ექსპერტის აზრით, ბრაზილიაში ვითარების მონიტორინგი უნდა მოხდეს, რათა შეფასდეს რა გავლენა შეიძლება იქონიოს უამინდობამ ყავის მოსალოდნელ ფასებზე. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე უამინდობა გავლენას მოახდენს ფასებზე როგორც მიმდინარე ასევე მომდევნო წლების ფასებზეც.