გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გადასცეს.
ჯოზეფ ქეის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ბადრი პატარკაციშვილის ხელმოწერების სიყალბე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომაც დაადასტურა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განაცხადა.
ადვოკატის მტკიცებით, ანდერძის თერთმეტივე ვარიანტი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგაა შედგენილი. ბირკაიას მტკიცებით, ლონდონის სასამართლომ ჯოზეფ ქეის პირადი აქტივებიც დააყადაღა.
პრესკონფერენციას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის პრესმდივანი ესწრებოდნენ.