თბილისში ტექნიკის მაღაზია "აიპლიუსი" გაქურდეს. როგორც მაღაზიის წარმომადგენელი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, შემთხვევა დაახლოებით გამთენიის 6 საათზე მოხდა.
მისივე თქმით, წაღებულია დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი.
"როგორც ყოველთვის გაიტანეს დაახლოებით 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. ეს დაახლოებით მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა", - ამბობს ანა ხუჯაძე.